ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 619 ადამიანია გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 619 ადამიანია გარდაცვლილი

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 619 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა 79 360-ია . ვირუსისგან მსოფლო მასშტაბით 24 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გუშინ ღამით ჩინეთში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა. ერთი ექიმი ჰუბეის პროვინციიდნა იყო. ჰუანგ ვენჟუნი 42 წლის იყო. საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქამია, რომ ექიმს ვირუსი ერთ-ერთი პაციენტისგან გადაედო. მეორე ექიმი კი ჰაინანის პროვინციაში გარდაიცვალა. ის 55 წლის იყო. გავრცელბული ინფორმაციით, ექიმი ვირუსს 18 იანვირის შემდეგ ებრძოდა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 10 ექიმი გარდაიცვალა.