ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 16 546 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი - 3 317 
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 16 546 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი - 3 317 

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს მიაღწია.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში დაღუპულია 16 546 ადამიანი, 66 132 კი დაშავებულია. სირიაში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3 317 ადამიანი, დაშავებულია 5 245 პირი.

მიწისძვრიდან 79 საათის შემდეგ ქალაქ ადანაში მაშველებმა 45 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს. ასევე ადანაში 12-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ორი წლის ბავშვის ამოყვანა შეძლეს.