ბოლო მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა
ბოლო მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა, რაც 6,549 ტონით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

ციტრუსის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (19,267 ტ), უკრაინა (6,280 ტ), სომხეთი (2,690 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის პირველი დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 11,855 ტონა, რაც 3,596 ტონით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.