ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

ავსტრალიაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვი ავსტრალიაში 103-ს შეადგენს.

ბოლო გარდაცვლილი ვიქტორიის შტატში მცხოვრები ხანდაზმული მამაკაცია.

ბოლო დღეების განმავლობაში ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ავსტრალიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა.