ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტთა რაოდენობა დღეისთვის ყველაზე მეტად შემცირდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტთა რაოდენობა დღეისთვის ყველაზე მეტად შემცირდა. ამ დროისთვის კლინიკაში 184 ინფიცირებულია.
„ეს არის ერთი თვის განმავლობაში პაციენტთა ყველაზე მცირე რაოდენობაა, შესაბამისად დღეს გვაქვს ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი, 20-ზე მეტი პაციენტი დღეს გაეწერება და საერთო ჯამში გათავისუფლდება 40-მდე საწოლი“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.
კლინიკაში 50 პაციენტი რეანიმაციაშია, მათგან 14 მართვით სუნთქვაზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება. კლინიკაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 70 წლის ქალი.