ბოლო ერთ კვირაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა
ბოლო ერთ კვირაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ იმატა.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, დეკემბრიდან სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის კურსს სხვადასხვა ასაკის 30 პაციენტი გადის, მათ შორის ხუთი ბავშვია.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ლაბორატორიულად H1N1 ვირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„პაციენტების უმრავლესობას სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ. სიტუაცია მართვადია და უტარდებათ ინტენსიური მკურნალობა“, – აცხადებენ სამკურნალო დაწესებულებაში.