ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 013, ხოლო გარდაცვალების 76 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 013, ხოლო გარდაცვალების 76 შემთხვევა დაფიქსირდა

​თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 76 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში სულ 501 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი თურქეთში 3 013 პაციენტს დაუდასტურა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 23 934 შემთხვევა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 786-მდე გაიზარდა, მათგან 302 ბოლო 24 საათის განმავლობაში განიკურნა.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, კორონავირუსით საზღვარგარეთ თურქეთის 156 მოქალაქეა გარდაცვლილი.