ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 53 ადამიანი ემსხვერპლა
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 53 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ერთ დღეში ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 53 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ცაუსი ტელეგრამ-არხში ავრცელებს.

„მტერი განაგრძობს სისტემატურ საარტილერიო და საავიაციო თავდასხმას საოლქო ცენტრზე, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩვენ დიდ დანაკარგს განვიცდით. მხოლოდ გუშინ ქალაქის მორგებმა ჩვენი მოქალაქეების 53 ცხედარი მიიღო, რომლებიც რუსი აგრესორებმა მოკლეს. ყოველი ჩვენი მოქალაქისთვის ჩვენ შურს ვიძიებთ და მოვკლავთ“, – აღნიშნავს ჩაუსი.

ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის ძალებზე არადასახლებულ პუნქტებში გამანადგურებელ დარტყმებს განაგრძობს.