ბოლო ერთ დღეში აშშ-მა იემენში 25 საჰაერო იერიში განახორციელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ავიაციის სამიზნე გახდა მარიბის, სანაას, ჰოდეიდასა და ჰაჯაჰის რეგიონები.
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს კამარანის კუნძული, რომელიც საპორტო ქალაქ ჰოდეიდას მახლობლად მდებარეობს. დაბომბვის სამიზნე იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები იყო.
პარალელურად, იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად მოკლეს დაჯგუფების დაზვერვის მაღალჩინოსანი, აბდულ ნასერ ალ-კამალი.
დაბომბვის დასრულების შემდეგ „ჰუსიტებმა“ სანააში უცხო ძალებთან თანამშრომლობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არის დაჯგუფების დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.