ბოლო დღეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრების შესახებ 261 შეტყობინება შევიდა, მათგან 252 ლიკვიდირებულია
ბოლო დღეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრების შესახებ 261 შეტყობინება შევიდა, მათგან 252 ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სირუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ცხრა კერიდან ოთხი ლიკვიდრებულია, სამი ლოკალიზებული, ორზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

„დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში, ერთი იმერეთში.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხის სოფელ სქურსა და ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.

იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია.

ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის.

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი ლოკალიზებული“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. მათივე განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

დატოვე კომენტარი