ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 130 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 130 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 130 ადამიანი გარდაიცვალა. წინა დღის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 156-ს შეადგენდა. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, რაც, წინა დღის მაჩვენებლთან შედარებით, 642-ით მეტია.

კორონავრიუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში დაავადებას 32 616 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, იტალიაში, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია, რადგან გარდაცვლების ბევრ შემთხვევაში „კოვიდ-19“-ზე ტესტი არ ჩატარებულა.

იტალიაში სულ ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსის 228 658 შემთხვევა. ამ მონაცემებით, ის მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს, აშშ-ის, რუსეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.