ბოლო დღე-ღამეში, აშშ-ში კორონავირუსით 4 051 პირი გარდაიცვალა
ბოლო დღე-ღამეში, აშშ-ში კორონავირუსით 4 051 პირი გარდაიცვალა

პირველად პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში კორნავირუსისთ გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა ოთხი ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით აშშ-ში 4 051 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 132 370 კოვიდინფიცირებულს. უკვე 37-ე დღეა, აშშ-ში კორნავირუსით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის დღიური რაოდენობა 100 ათასს აღემატება.

აშშ-ში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 21 მილიონზე მეტი შემთხვევა. კორონავირუსს 365 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ მონაცემებით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.