ლონდონში ბოლო ექვს თვეში პირველად, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

15:29, 29.03.2021

ბოლო ექვს თვეში პირველად ლონდონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გასული წლის აპრილში, პიკის დროს ლონდონში ყოველდღიურად ვირუსით 200-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლონდონში კორონავირუსის 708 000 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 15 000 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 126 592 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი