ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 558 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 558 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 558 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულია 18 328 ადამიანი.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ვირუსით 18 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, ვირუსით რუსეთში 148 ადამიანია დაღუპული.