ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხერსონის ოლქს ბომბავენ. მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა რეგიონის მშვიდობიან დასახლებებს არტილერიიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან და ქვეითი საბრძოლო მანქანებიდან გაუხსნეს ცეცხლი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.