ბოლო 24 საათში, მსოფლიოში კორონავირუსით 15 846 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, მსოფლიოში კორონავირუსით 15 846 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შედეგად 15 846 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი დაუდასტურდა კიდევ 600 000-ზე მეტ ადამიანს.

გლობალური მასშტაბით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 96,87 მილიონი შეადგინა. გარდაიცვალა 2,09 მილიონი პაციენტი.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა და ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი 24 მილიონ 413 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, 10 მილიონ 639 ათასი კოვიდინფიცირებულით. ხუთეულში შემდეგი ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი არიან.

დატოვე კომენტარი