ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა

15:36, 10.03.2020

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული რაოდენობა ირანისთვის ერთ დღის განმავლობაში  გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, აღნიშნულ ქვეყნაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 291-ს შეადგენს. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 881-ით გაიზარდა. ირანში კორონავირუსით 8 042 ადამიანი არის ინფიცირებული.

მსგავსი