ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 123 ადამიანი დაიღუპა

14:29, 29.03.2020

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 123 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თეირანში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში უკვე 2 640 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 12 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ისლამურ რესპუბლიკაში „კოვიდ-19“ საერთო ჯამში 38 309 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 901 ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი