ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 717 ადამიანი დაიღუპა
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 717 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 717 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით, მცირედით დაბალია. გუშინ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 737 ადამიანი დაიღუპა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა უკვე 11 ათასს გადასცდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 85 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.