კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან არის
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან არის

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

აღნიშნული პაციენტი ბოლო 24 საათში დადასტურებულ ექვს შემთხვევაში შედის.

კლინიკის მთავარ ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტი შუახნის ქალია.

მას ახალი კორონავირუსი წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა და ამის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სულ ხუთი პაციენტია მოთავსებული.