ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, 11 შემთხვევა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში აღირიცხა 29 ადამიანი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, თუმცა დაავადების სიმპტომები არ აქვს.
24 აპრილის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში სულ ახალი კორონავირუსი 84 000 ადამიანზე მეტს დაუდასტურდა.