ბოლო 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევა იმპორტირებულია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით არავინ დაღუპულა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჩინეთში ვირუსით დაინფიცირებულია 82 875 ადამიანი, გარდაიცვალა 4 633, განიკურნა – 77 685.