ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 575 ადამიანი გარდაიცვალა

00:00, 18.04.2020
Un paziente affetto da Covid 19 viene caricato su un ambulanza per il trasporto in ospedale durante l'emergenza Coronavirus in via Gallarate a Milano, 13 aprile 2020.ANSA/Mourad Balti Touati

Un paziente affetto da Covid 19 viene caricato su un ambulanza per il trasporto in ospedale durante l'emergenza Coronavirus in via Gallarate a Milano, 13 aprile 2020.ANSA/Mourad Balti Touati

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 575 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 745 შეადგინა.

ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსი დაუდგინეს 3 493 ადამიანს, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 293-ითვნაკლებია. სულ იტალიაში დადასტურებულია კორონავირუსის 172 434 შემთხვევა.

მეთოთხმეტე დღეა, მცირდება ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ბოლო 24 საათში, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 124-ით შემცირდა და 2 812 შეადგინა.

სულ გამოჯანმრთელდა 42 727 ადამიანი.

მსგავსი