ბოლნისში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მოხალისეების ჩართულობით გაგრძელდება
ბოლნისში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მოხალისეების ჩართულობით გაგრძელდება

ბოლნისში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპზე მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

ამ დროის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი 20 ათასზე მეტ პირს ჩაუტარდა.

თუმცა, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში მედიკოსების დაინფიცირების შემთხვევები დადგინდა, სოფლის ექიმების უმრავლესობა, როგორც კონტაქტები, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, თერმოსკრინინგის მეორე ეტაპს დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები გააგრძელებენ.

მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად თერმოსკრინინგის პროცესში დღეს ბოლნისის მერმა და ადგილობრივმა მაჟორიტარმა დეპუტატმაც მიიღეს მონაწილეობა.

„თერმოსკრინინგი ჩვენთან გაჩერდა იმის გარმო, რომ სოფლის ექიმების აბსოლუტური უნრავლესობა არის გადაყვანილი კარანტინის რეჟიმზე ან თვითიზოლაციაში და, პრაქტიკულად, იქ აღარ არსებობს რესურსი, რომ მათი ძალებით გაგრძელდეს თერმოსკრინინგი. დაწყებული გვქონდა უკვე მეორე ეტაპი. გარკვეულ დასახლებულ პინქტებში თერმოსკრინინგი არის ჩატარებული და ჩვენმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხალისეობრივი ჩართულობით გაგრძელდეს თერმსაკრინინგის მეორე ეტაპი.

უშუალოდ ამ პროცესში მეც მივიღებ მონაწილეობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რათა სრულად დავასრულოთ მეორე ეტაპი. გარდა თერმოსკრინინგისა, გააქტიურდა ანალიზების აღების პროცესი. გუშინ 95 ნაცხი იქნა აღებული. ეს არის საშუალოდ სამჯერ მეტი, ვიდრე წინა დღეებში ხდებოდა. დამატებითი ჯგუფი იქნა მობილიზებული და გადაგზავნილი თბილისიდან. ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ ორ ჯგუფს და ვფიქრობთ, რომ სრულად მოვიცავთ იმ ადამიანებს, ვინც არიან რისკჯგუფებში. ამ რისკჯგუფებში არიან პირველ რიგში ექიმები, პოლიციელები, მერიის თანამშრომლბი და აგრეთვე ის აქტივისტები, რომლებიც ამა თუ იმ პროცესში იყვნენ ჩართულები. დღეს არის შვიდი ჯგუფი შექმნილი, სამწუხაროდ, ამ ჯგუფებში მედიკოსები არ გვყავს, სრულად არის მოახალისეობრივი და ზუსტად იგივე პროცესურით განვახორციელებთ, როგორც ახორციელებდნენ ჩვენი პროფესიონალი ექიმები. მოხდება ტემპერატურის გაზომვა და სპეციალური კითხვარის შევსება“ , – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მოხალისეების ჩართულობით სოფლებში – ცურტავში, ფარიზში და ნახიდურში ჩატარდება.

„დღევანდელ დღეს თერმოსკრინინგის მეორე ეტაპზე შვიდი ჯგუფი გამოვიდა, ჯგუფების რაოდენობა ხვალიდან გაიზრდება და მოვიცავთ მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, რაჭისუბნისა და ბოლნისის გარდა, ამ ეტაპზე. სავანეთსა და ქვემო ბოლნისში მეორე ეტაპი ჩატარდა. დარჩენილი სოფლები რაც არის, ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ცურტავში. დღეს მიმდებარე სოფლებში, ფარიზში, ნახიდურში ვართ და ხვალიდან ჯგუფების მეტი რაოდენობა იქნება. ჩვენ ვართ მოხალისეები გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა არის თვითიზოლაციაში და კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ.

მოხალისეების ჩართვა მოგვიწია, გავიარეთ ტრენინგები. მეც ერთ-ერთ ჯგუფში ვარ ჩართული, დავდივართ კარდაკარ, ვამოწმებთ მოსახლეობას, ჯერჯერობით რაც გავიარეთ, არც ერთი სიმპტომიანი და სიცხიანი არ შეგვხვედრია“ , – განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.