ბოლნისში, სოფელ ტანძიის მოსახლეობა კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს

10:21, 10.03.2018

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიის მოსახლეობა ხრამის ხეობასთან არის შეკრებილი და კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ოქროს მომპოვებელი კომპანია მათ რაიონში სამუშაოებს გააგრძელებს, გარემო დაბინძურდება.

ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპენსაციების დარიგებას ითხოვენ, რათა საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა შეძლონ.

მსგავსი