ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, ექვსი პირის საკვლევ მასალაზე კი, პასუხები უარყოფითია.

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობდა და სწორედ იქ მოხდა მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სოფელ მუშევანიდანაა, სადაც 28 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და 25 აპრილის შემდეგ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევის გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 121-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 25, გარდაცვლილი სამი.

რაც შეეხება ლაბორატორიაში ბოლნისიდან გადაგზავნილ ექვსი პირის საკვლევ მასალას, მათ შემთხვევაში პასუხები იყო უარყოფითი. მათგან ორი ცხელების პაციენტი, ერთი თვითიზოლაციის, ერთი ამბულატორიული პაციენტი, ხოლო ორი პირი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი იყო.