ბოლნისში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მათი აქტივისტები ნამიკ ბაირამოვს თავს არ დასხმიან
ბოლნისში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მათი აქტივისტები ნამიკ ბაირამოვს თავს არ დასხმიან

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ბოლნისში აცხადებს, რომ მათი აქტივისტები ნამიკ ბაირამოვს თავს არ დასხმიან. გიორგი მირისნაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს მორიგი პროვოკაცია ყოფილიყო.

„ურთულესი დღეა ჩვენთვის, თითოეული ჩვენი მეგობრისთვის. დავკარგეთ ახლო მეგობარი, აქტივისტი, კარგი ბოლნისელი. მინდა ოჯახს სამძიმარი ვუთხრა. როგორც მე ვიცი ადგილობრივებისგან, როდესაც ეს უბედურება დატრიალდა, ადგილზე იყვნენ ბოლნისელები.  აღნიშნულ პიროვნებას, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, მიცვალებულისთვის სურათების გადაღების მცდელობა ჰქონია. იქ მყოფმა ადამიანებმა სთხოვეს, გარიდებოდა სიტუაციას. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მოარიდეს. არც ერთი აქტივისტი ფაქტის დროს იქ არ ყოფილა. ადგილზე იყვნენ უბრალო ბოლნისელები. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და იმ ადამიანებზე ნერვების თამაში, ვინც იქ მწუხარების გამო შეიკრიბა“, – განაცხადა მირისნაშვილმა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლნისში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნამიკ ბაირამოვი სცემეს.