ბოლნისში ინფიცირებული 15 პირიდან სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

22:05, 14.05.2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პირიდან სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ​განუცხადა.

ენდელაძის თქმით, აღნიშნული სამი პაციენტის მდგომარეობა, წინასწარი შეფასებით, საშუალო სიმძიმისაა და ამ ეტაპზე მათ საჭირო კვლევები უტარდებათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 დადებითია. აღნიშნული პირები ბოლნისის ორი სოფლის მაცხოვრებლები არიან.

მსგავსი