ბოლნისში 95 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა​ 

19:36, 20.04.2020

ბოლნისში გამოკვლეულ 95 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგებით კორონავირუსი არ დაუდგინდა.

95 პირიდან უმრავლესობა მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ დაინფიცირებულთა კონტაქტები არიან. მათ შორის არიან მედიკოსებიც, ასევე ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტი.

ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს კლინიკის თანამშრომელთა გამოკვლევა სწრაფი ტესტებით. ამ დროისთვის გამოკვლეულ არც ერთ თანამშრომელს ვირუსი არ დაუდგინდა.

ბოლნისში ამ დროისთვის 54 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა. კარანტინში იმყოფება 86, ხოლო თვითიზოლაციაში 390-ზე მეტი პირი.

მსგავსი