ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ პროცესებზე კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას ჩაინიშნა
ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ პროცესებზე კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას ჩაინიშნა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ინფორმაციით, ბოლნისსა და დმანისში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მომავალ კვირას კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კუჭავამ განაცხადა, ყველას ექნება საშუალება, კომიტეტის სხდომას დაესწროს და კითხვები დასვას.

„ბოლნისთან და დმანისთან დაკავშირებით მომავალ კვირას ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, საშუალება გექნებათ, კითხვები დასვათ. იმ ადამიანების მხრიდან მსგავსი კომენტარების მოსმენა ცოტა უხერხულია, რომლის ხელისუფლების დროს კანონმდებლობა იმდენად განადგურდა, რომ ელემენტარული ზიანის მოთხოვნის საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ გაგახარებთ, ამაზეც ვმუშაობთ. კომიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სამთო-მადნო მოპოვებითი სექტორის რეფორმას გულისხმობს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ის უმაღლესი სტანდარტები ჩამოყალიბდეს, რომელიც არც ერთ კომპანიას საშუალებას არ მისცემს, თავისი საქმიანობა დაუდევრად აწარმოოს და გარემოს ზიანი მიაყენოს“, – განაცხადა კუჭავამ.