ბოლნისის სოფლებში შვიდი ათასამდე პირს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდა, მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ
ბოლნისის სოფლებში შვიდი ათასამდე პირს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდა, მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, კარდაკარის პრინციპით მუნიციპალიტეტის სოფლებში შვიდი ათასამდე პირს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, შემოწმებულ პირებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

მუნიციპალიტეტის სოფლებში ოჯახის ექიმები მერიის წარმომადგენლებთან უკვე ორი დღეა, კარდაკარის პრინციპით მუშაობენ და მედიკოსები ადგილობრივების სამედიცინო შემოწმებას ატარებენ. ისინი თერმოსკანირებით ტემპერატურას უზომავენ მოქალაქეებს და ავსებინებენ სპეციალურ კითხვარს, რომელიც მოგზაურობის ისტორიას და კორონავირუსით დაინფიცირებულ პირებთან შესაძლო კონტაქტს ეხება.