ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა
ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებულის წყარო ცნობილია და ის სოფელ მუშევანის კლასტერთანაა დაკავშირებული. აღნიშნული პირი თბილისში იყო გადაყვანილი, კორონავირუსი მას დედაქალაქში დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 151 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. 66-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. დადასტურებული შემთხვევებიდან სამი გარდაიცვალა.

დღეს ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 145 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. მათგან 130 სოფელ მუშევანიდანაა აღებული, 15 კი ქალაქ ბოლნისიდან.

მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 85 ადამიანი, კარანტინში კი 69.