ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროის​ მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე შემოწმდა 48 ათასი ადამიანი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში არის კორონავირუსილი ინფექციის რვა დადასტურებული შემთხვევა.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, მოხდა მისი გადაყვანა საკარანტინო ზონაში, მოხდა მისი ტესტირება, აღმოჩნდა დადებითი და პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას, ანუ მას ბოლნისში კონტაქტები არ ქონია და პირდაპირ მოხდა საზღვრიდან მისი გადაყვანა. დღეს ვემზადებით, რადგან ვიწყებთ განმეორებით სკრინინგს, რომ მოხდეს იმ პაციენტების გამოვლენა, ვინც იყვნენ კონტაქტში და თუ ვინმე იქნება, რომელსაც სიმპტომები აღენიშნება, გადმოიყვანენ მას ბოლნისში ცხელების კლინიკაში. აქ მოხდება უკვე ნიმუშების აღება და კვლევა გაგრძელდება ლუგარის ცენტრში. ამ დროისთვის 48 000 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, ეს არის ის ხალხი, ვინც ცხოვრობს ბოლნისში. თვითიზოლაციაში გვყავს 208 ადამიანი, კარანტინში რჩება 37 ადამიანი“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.