ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურმა ტექნიკა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეიდან დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. ამ დროისთვის ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობს მუნიციპალიტეტში.

ტექნიკამ თავდაპირველად სოფელ ნახიდურიდან დაიწყო მუშაობა, სადაც რამდენიმე ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება რადგან მათ ქონდათ კონტაქტი მარნეულში დაინფიცირებულ ქალბატონთან.

როგორც ბოლნისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სპეციალური ტექნიკით მოხდება, პირველ რიგში სოფელ ნახიდურის დამუშავება დეზინფექცია.

„ყველა ჩვენი დასახლებული პუნქტი დამუშავდება. ვფიქრობ, ორი-სამი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოცვა. ოთხი სპეცსაშუალებაა შემოსული. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი, რათა ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და უსაფრთხოება სამედიცინო კუთხით იყოს გარანტირებული. ამასთან 15 სამედიცინო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, რათა თითოეულ ჩვენს სოფელში მივიდნენ, ყველა მოქალაქეს გაესაუბრონ, გაუზომონ ტემპერატურა, შეამოწმონ ესა თუ ის სიმპტომები. ეს კარგი ღონისძიებებია, რათა კარანტინის რეჟიმში მყოფ მოსახლეობას მივცეთ საშუალება, გაერკვნენ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. დღესვე იწყება სპეციალური ტესტების ჩატარება. პირველ რიგში სოფელ ნახიდურში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, კონკრეტულად გვეცოდინება მათი ინფიცირების სტატუსი“, – განაცხადა მეშველიანმა.