ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

ოჯახის ექიმებით და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები უკვე მეორე დღეა კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 15 ჯგუფი მუშაობს.

ექიმები მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს თერმოსკანირების საშუალებით ტემპერატურას უზომავენ. ავსებინებენ სპეციალურ კითხვარებს, სადაც ეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა მოგზაურობის ისტორია ან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პირთან კონტაქტი, ასევე ჰქონდათ თუ არა კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეს მარნეულში, კლინიკაში გადაიყვანენ.