ბოლნისი-დმანისის ადმინისტრაციულ საზღვართან სპეციალური გამშვები პუნქტია მოწყობილი [ფოტო]
ბოლნისი-დმანისის ადმინისტრაციულ საზღვართან სპეციალური გამშვები პუნქტია მოწყობილი [ფოტო]

თბილისი-გუგუთის ავტომაგისტრალზე, ბოლნისი-დმანისის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთი გამშვები პუნქტია მოწყობილი. ტერიტორიას აკონტროლებენ თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ტერიტორიიდან გასვლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დატოვების უფლება მკაცრი საკარანტინო პირობების რეჟიმში შეზღუდულია. ასევე, შეზღუდულია დმანისიდან ბოლნისის ტერიტორიაზე შესვლა.

გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ადგილობრივი იმყოფებოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბოლნისიდან დმანისში, საკუთარ სახლში დაბრუნება სურდათ, თუმცა ამის უფლება მათ არ მისცეს.

დატოვე კომენტარი