სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, კოპა სუდამერიკანაზე, ბოლივიურმა ნასიონალ პოტოსიმ სენსაციურად წააგო შინ მატჩი ვენესუელის სულიას წინააღმდეგ – 0:1.
ამ შეხვედრაში ნასიონალმა 54 დარტყმა შეასრულა და აქედან 15 – კარის ჩარჩოში. სულიას მხოლოდ ექვსი დარტყმა (ორი ზუსტი) ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა თავისი ერთ-ერთი იშვიათი შანსი გამოიყენეს და თამაში მოიგეს.
პირველი რაუნდის განმეორებითი მატჩი ვენესუელაში 17 აპრილს გაიმართება.