ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ევო მორალესი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ევო მორალესი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიესი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ევო მორალესი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, ასევე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს ყოფილი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი ალვარო გარსია.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება ბოლივიაში არჩევნები. კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, ბოლივიის ექსპრეზიდენტმა, ევო მორალესმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.