ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

11:27, 20.07.2020

ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სესარ ლუის სალინასი 19 ივლისს კორონავირუსით გამოწვეული გართულების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

58 წლის სალინასი გრიპის დიაგნოზით ცხრა ივლისს მოხვდა ბოლივიის დედაქალაქ ლა პასის საავადმყოფოში. ორი დღის შემდეგ, მისმა ტესტმა COVID-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. მალე სალინასის მდგომარეობა დამძიმდა და ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.

კორონავირუსით ასევე სალინასის ცოლია ინფიცირებული, მაგრამ მისი ავადმყოფობა გართულების გარეშე მიმდინარეობს.

მსგავსი