ბოლივიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პარაგვაის ნაკრების მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ციკლის მატჩში პრაგვაის ნაკრებმა ბოლივიის ეროვნულ გუნდთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 4:0.
პარაგვაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო ბერისომ თანამდებობა დატოვა, მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ბოლივიასთან განცდილი ფიასკო იყო.
ბერისომ პარაგვაის ეროვნული გუნდი 2019 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი მატჩი მოიგო, 13 შეხვედრა დათმო და 11-ჯერ ფრე ითამაშა.
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ციკლში, სამხრეთ ამერიკის ჯგუფში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ, პარაგვაი მერვე პოზიციაზეა, ბოლივია კი მეშვიდე ადგილზე იმყოფება.