ბათუმის „დინამო“ ბოლივიის ნაკრების თავდამსხმელით დაინტერესდა (ვიდეო)

ბათუმის „დინამოს“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემის მოგვარებას ცდილობს და შესაძლოა, ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკიდან, ბოლივიის ნაკრებიდან ჩამოიყვანოს.

საქართველოს ვიცეჩემპიონს ეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, როდესაც გუნდის რიგებს მოულოდნელად ნიკა საბანაძე გამოაკლდა – 29 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფეხბურთს ტრავმის გამო შეეშვა.

მარსელო მორენო ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელია და 2019 წლის ამერიკის თასზე ითამაშა. ის გუნდში იყო ერთადერთი, ვინც 40 მატჩზე მეტი ჩაატარა. ზოგადად, მორენო გამოცდილი მოთამაშეა, იყო დონეცკის „შახტარის“, ბრემენისვერდერის“ და ინგლისური „უიგანის“ თავდამსხმელი. ამჟამად ბრაზილიაში, „კრუზიეროში“ თამაშობს.

მარსელო მორენო მარტინსი (Marcelo Moreno Martins; 18 ივნისი, 1987, სანტა კრუზ დე ლა სიერა) ბოლივიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიაში დაიბადა და მამა ბრაზილიელი ჰყავს, დედა კი ბოლივიელი. უთამაშია ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებებში.

2008 წლის ლიბერტადორესის თასზე, რვა გოლით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არის ბრაზილიის ჩემპიონი (2014), უეფა-ს თასის გამარჯვებული (2009), უკრაინის ჩემპიონი (2011) და თასის გამარჯვებული (2011), ხოლო 2008 წელს ბრაზილიის წლის ფეხბურთელად აღიარეს.

ეს ტრანსფერი თუ შედგება და მარსელო მორენო ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხება, ბრაზილიელ-ბოლივიელი ფორვარდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია.