ბოლივიაში წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
ბოლივიაში წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უხვი ნალექისა და წყალდიდობებსი გამო ქვეყანაში 50 ადამიანია დაღუპული, ხოლო 100 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ძლიერი წვიმის შედეგად ქვეყანაში ცხრა რეგიონია დაზარალებული.

ბოლივიის მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი უხვი ნალექი ძირითადად თებერვლის თვეში მოდის ხოლმე, წელს კი განგაშის წითელი დონე მარტიდან აპრილამდე გაგრძელდება.