ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა
ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
როგორც ცნობილია, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე ვიაჩის მუნიციპალიტეტის ყაზარმებში, პიროტექნიკური მასალების საწყობთან ახლოს მოხდა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება ფოიერვერკების აალებამ გამოიწვია.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი შეიძლება გაიზარდოს.
მედიის ცნობით, სამხედრო ბაზაზე ზარალის შესაფასებლად და დაჭრილების სამედიცინო ცენტრებში ევაკუაციისთვის სასწრაფო დახმარების მანქანები, სამედიცინო ჯგუფები და პოლიცია განლაგდნენ.