ბოლივია ბრაზილიას და პარაგვაის სასაზღვრო რეგიონში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ბოლივია ბრაზილიას და პარაგვაის სასაზღვრო რეგიონში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ბოლივია ბრაზილიას და პარაგვაის სასაზღვრო რეგიონში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

აღმოსავლეთ ბოლივიაში, სანტა-კრუსის პროვინციაში ხანძრის შედეგად 500 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის მასივი დაიწვა.

ბრაზილიის მთავრობა მეზობელ ქვეყნებს ძალისხმევის კოორდინირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაშფოთებს ხანძრის კონცენტრაცია პარაგვაის მდინარესთან. ეს ხანძარი ეხება პარაგვაის, ბოლივიასა და ბრაზილიას. არასაკმარისი იქნება ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ბოლივიის ტერიტორიაზე, რადგან ზარალდება როგორც პარაგვაის, ისე ბრაზილიის ტერიტორიაც. საჭიროა სამმხრივი თანამშრომლობა, რათა ყველამ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბოლივიის მთავრობის წარმომადგენელმა ხუან რამონ კინტანამ.

სანტა-კრუსის პროვინცია ბოლივიის სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ხელისუფლება ამჟამად მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ტყეში ამაზონში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.

ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.