ბოლბოი, რომელსაც 10 წლის წინ აზარმა ფეხი ჩაარტყა, დიდი ბრიტანეთის მდიდარი ადამიანების რეიტინგში მოხვდა #1TVSPORT
2013 წლის 24 იანვარს „ჩელსი“, რომლის რიგებში თამაშობდა ედენ აზარი, „სუონსის“ წინააღმდეგ ინგლისის თასის ნახევარფინალიდან გავარდა. უელსურმა კლუბმა ლონდონში პირველ მატჩში 2:0 მოიგო, შინ კი ინარჩუნებდა ფრეს ყველა შესაძლო ხერხით. მეორე ტაიმში აზარმა ფეხი ჩაარტყა 17 წლის ბოლბოის, ჩარლი მორგანს, რომელიც არ აბრუნებდა ბურთს თამაშში. ამ საქციელისთვის ბელგიელმა წითელი ბარათი მიიღო, მორგანი კი მაშინვე ცნობილი ადამიანი გახდა.
10 წლის შემდეგ ყოფილი ბოლბოი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდების რეიტინგში მოხვდა, რომელიც გაზეთმა Sunday Times-მა შეადგინა.
რამდენიმე წლის წინ მორგანმა სკოლის მეგობართან ერთად შექმნა პრემიუმკლასის არყის ბრენდი AU Vodka. დღეს ის 55 მილიონი ფუნტის მფლობელია.
ყოფილი ბოლბოი 27-ე ადგილზეა 35-წლამდელ ყველაზე მდიდარ ბრიტანელთა სიაში.