ბოკა ხუნიორსი რივერ პლეიტის დისკვალიფიკაციას ითხოვს და ფინალში თამაშს არ აპირებს
„ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა დანიელ ანხელისიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი კლუბი ეცდება ლიბერტადორესის თასის ფინალში „რივერ პლეიტის“ დისკვალიფიკაციას იმ ინციდენტების გამო, რაც ფინალის განმეორებითი მატჩის წინ მოხდა. მატჩი 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განმეორებითი მატჩი არგენტინის ფარგლებს გარეთ, 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება.
„ყურადღებით შევისწავლეთ ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები, – განაცხადა გაზეთ Clarin-თან კომენტარში ანხელისიმ. – გადავწყვიტეთ მოვითხოვოთ „რივერის“ დისკვალიფიკაცია. გავზარდეთ ჩვენი მიმართვა 46 გვერდამდე, დავურთეთ ფოტო და ვიდეო, სხვა სამხილები. ახლა, სადისციპლინო კომიტეტის ჯერია. იმედი მაქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ გვინდა მონაწილეობა მატჩებში იქამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. ჩვენ გვაქვს საფუძველი ასე მოვიქცევთ. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაგვაკმაყოფილებს, აპელაციას შევიტანთ. თამაშის გადატანა – საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ის მიიღო ფედერაციის აღმასკომმა და არა სასამართლომ. გვინდა, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს. ჩემი მოვალეობაა – დავიცვა „ბოკა“, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. „რივერს“ ამ სეზონში ბევრი სანქცია ჰქონდა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. უკმაყოფილო ვარ იმით, როგორ მიჰყავთ საქმე. ჩვენ არ ვაპირებთ ფინალში თამაშს“.