„ბოკა ხუნიორსი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
„ბოკა ხუნიორსი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

„ბოკა ხუნიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო ბაროს შელოტომ „ლიბერტადორესის თასის“ ფინალიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

„მიუხედავად ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილისა, დამშვიდებული მივდივარ, რადგან ამ კლუბს ყველაფერი მივეცი“, – განუცხადა შელოტომ BBC-ის.

45 წლის სპეციალისტის წასვლა „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა, დანიელ ანხელისიმ დაადასტურა. მისი თქმით, კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ის ახალ წელს ახალი მწვრთნელით დაიწყებს.
შელოტომ „ბოკას“ დამრიგებლის რანგში ორნახევარი წელიწადი იმუშავა. „კოპა ლიბერტადორესის“ ფინალში, გუნდმა ორი მატჩის ჯამში „რივერ პლეიტთან“ 3:5 წააგო.