„ბოკა ხუნიორსი“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის 30-ე მონაწილე გახდა #1TVSPORT
არგენტინული გრანდი „ბოკა ხუნიორსი“ მერვედფინალიდან გამოეთიშა ლიბერტადორესის თასის გათამაშებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაინაღდა 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რადგან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე.
ასე რომ, „ბოკა ხუნიორსი“ 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ამ ტურნირის რიგით 30-ე მონაწილე გახდა.
დღეისთვის 2025 წელს ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო თასზე თამაში გარანტირებული აქვთ:
ევროპა (12) – ჩელსი, მანჩესტერ სიტი (ორივე – ინგლისი), რეალი, ატლეტიკო (ორივე – ესპანეთი), ბაიერნი, დორტმუნდი (ორივე – გერმანია), ინტერი, იუვენტუსი (ორივე – იტალია), პორტუ, ბენფიკა (ორივე – პორტუგალია), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ზალცბურგი (ავსტრია);
სამხრეთ ამერიკა (6) – პალმეირასი, ფლამენგო, ფლუმინენსე (ყველა – ბრაზილია), რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი (ორივე – არგენტინა);
ჩრდილოეთ ამერიკა (4) – მონტერეი, პაჩუკა, ლეონი (ყველა – მექსიკა), სიეტლ საუნდერსი (აშშ);
აფრიკა (4) – ალ-აჰლი (ეგვიპტე), ვიდადი (მაროკო), ესპერანსი (ტუნისი), მამელოდი სანდაუნსი (ს. აფრიკა);
აზია (4) – ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი), ურავა რედ დაიმონზი (იაპონია), ალ-აინი (საამიროები), ილსანი (ს. კორეა);
ოკეანეთი (1) – ოკლენდი (ზელანდია).
ახლა კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატზე დარჩენილია ორი ვაკანსია. ერთ მიიღებს ლიბერტადორესის თასის 2024 წლის გათამაშების ჩემპიონი, მეორეს კი – ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ტურნირის მასპინძელი ქვეყანა.
განახლებული კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.