„ბარსელონამ“ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული განმეორებითი მეოთხედფინალების შემდეგ ტურნირს ორი ესპანური კლუბი – „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ გამოეთიშნენ.

ამით „ბარსელონამ“ დაკარგა 2025 წელს ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი, „ატლეტიკო“ კი ამ ტურნირზე მაინც იქნება წარმოდგენილი.

იმისთვის, რომ „ბარსელონას“ „ატლეტიკოსთვის“ გაესწრო, მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან 12-მა გუნდმა უნდა ითამაშოს. ამ მომენტისთვის ცნობილია 11 მონაწილე: „რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბანფიკა“ და „პორტუ“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება – მასში მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე რვა ჯგუფად დაიყოფიან.