მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 21 მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 21 მონაწილე ცნობილია #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება. ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონატში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც „ნაპოლი“ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას. ტურინელებმა ნეაპოლელებს გაუსწრეს უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები 15 ივნისიდან 13 ივლისამდე უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის ცნობილია 21 ფინალისტი გუნდი:

ევროპა – მანჩესტერ სიტი (ინგლისი), რეალი (ესპანეთი), ჩელსი (ინგლისი), ბაიერნი (გერმანია), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ინტერი (იტალია), პორტუ (პორტუგალია), დორტმუნდი (გერმანია), ბენფიკა (პორტუგალია), იუვენტუსი (იტალია);

სამხრეთ ამერიკა – პალმეირასი (ბრაზილია), ფლამენგო (ბრაზილია), ფლუმინენსე (ბრაზილია);

კონკაკაფ-ი – ლეონი (მექსიკა), მონტერეი (მექსიკა), სიეტლ საუნდერსი (აშშ);

აზია – ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი), ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია);

აფრიკა – ალ-აჰლი (ეტვიპტე), ვიდად კასაბლანკა (მაროკო);

ოკეანეთი – ოკლენდ სიტი (ზელანდია).